1.პროექტის სახელი:,, იაკობის ისტორიული მოთხრობები “
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ, გაეცნობიან და ერთად მოუყრიან თავს იაკობ გოგებაშვილის ისტორიულ მოთხრობებს. უკეთ გააცნობიერებენ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებიდან, ბიბლიოთეკებში დამხმარე ლიტერატურიდან, სვადასხვა სარესურსო ორგანიზაციებიდან(მუზეუმები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება . . .) მოიპოვებენ და გაეცნობიან იაკობის ლიტერატურულ მემკვიდრეობას.მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგებენ და ერთ ,,კონად” შეკრავენ მის ისტორიულ მოთხრობებს.შეარჩევენ შინაარსის შესაბამის სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, მუსიკალურ ნაწარმოებებს,კადრებს კინოფილმებიდან. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში,მოახდენენ თანატოლებს შორის ნაფიქრისა და განცდილის ურთიერთგაზიარებას. მოაწყობენ მხატვრული კითხვის კონკურსს, შექმნიან ნახატებს, ნაქარგებს. შესაძლებელია გამოსცენ ახალი წიგნი.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6-11, 12-14, 15-17/ I-VI, VII-IX, X-XII
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის იანვრიდან სასწ. წლის ბოლომდე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: საჭირო ლიტერატურის მოპოვება, წაკითხული მასალის ანალიზი, თანამშრომლობა, ინტერვიუების აღება,დისკუსიები, ნახატები, ილუსტრაციები, ვებ-გალერეაში განთავსება, კონკურსების, გამოფენების მოწყობა, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, კინოფილმების განხილვა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ნახატები, გამოფენები,კონკურსები, წარმოდგენები, სპექტაკლი, ალბომი,წიგნი, ბლოგი, ელ. ჟურნალი,თარიღების ცხრილი, პრეზენტაციები. გაიუმჯობესებენ ჯგუფთან მუშაობის უნარებს. გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
8.სარგებელი სხვებისთვის:უკეთ გაიცნობენ იაკობ გოგებაშვილს და მის შემოქმედებას, ჩვენი ქვეყნის ისტორიას გაეცნობიან სალიტერატურო ენით, ამაღლდება ეროვნული თვითშეგნების დონე, გაუღრმავდებათ პატრიოტიზმის გრძნობა, მონაწილეობას მიიღებენ სკოლაში იაკობის კუთხის მოწყობაში, გამოფენების მოწყობა ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველებს.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა – გაიუმჯობესებენ ძირითად სამეტყველო უნარებს, საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემის უნარს, შემოქმედებით აზროვნებას;
ისტორია – გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის წარსულზე, ისწავლიან ისტორიული მოვლენების უკეთ აღწერას;
საბუნებისმეტყველო საგნები – ისტორიულ ფაქტებსა და მოთხრობებიდან მიღებული ინფორმაციებს შორის პარალელების გავლებით , გამოიმუშავებენ დაკვირვების, ანალიზის, კვლევა-ძიების უნარებს;
მათემატიკა – მოახდენენ ისტორიული თარიღების კლასიფიკაციას, გაიუმჯობესებენ ცხრილების, დიაგრამების შედგენის უნარ-ჩვევებს;
ხელოვნება – დახატავენ, დაქარგავენ, შექმნიან ალბომებს, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მოიძიებენ და შეარჩევენ თემის შესაბამის მუსიკალურ ნაწარმოებებს, გამოიყენებენ წარმოდგენების მუსიკალური გაფორმებისათვის. განუვითარდებათ წარმოსახვა,გემოვნება, კრიტიკული აზროვნება და მშვენიერების განცდა;
ისტ ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვებით, დამუშავებით, გაცვლით გაიუმჯობესებენ თანამედროვე ტექნოლოგიებით მომსახურების უნარ-ჩვევებს.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთევან მეგრელიშვილი, ვარიანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: qetevanm@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1eac428f
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakob-qeta.blogspot.com
Saturday, December 13, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)